„განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ბაღდათში აქტიურად მიმდინარეობს აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების, ასევე ბაღდათის სკვერის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები.
ბაღდათში მიმდინარე პროექტი მოიცავს ორი ცენტრალური მოედნის დამაკავშირებელი ქუჩის და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში, ხორცილდება როგორც შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტები, ასევე სხვა კონსტრუქციული და მნიშვნელოვანი ელემენტების შეცვლის სამუშაოები. პროექტის იმდაგვარად არის შედგენილი, რომ შენარჩუნებულია ბაღდათისთვის დამახასიათებელი აუთენტური და ტრადიციული ელემენტები.
„განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს
პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ დაამტკიცა, ხოლო სამშენებლო კომპანიები, რომლებმაც უკვე დაიწყეს მოსამზადებელი და სამშენებლო სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები.
სამშენებლო სამუშაოები უკვე ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურ ფაზაშია.