სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლების: გოლასკურის, ზემო ჭალადიდის, ხორგიშისა და მიმდებარე უბნების წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა გრძელდება.

აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობა სტაბილური წყალმომარაგებით სარგებლობს, თუმცა, მოძველებული და ამორტიზებული ინფრასტრუქტურის გამო ხშირია დაზიანებები, რაც წყალმომარაგების შეზღუდვას განაპირობებს.

პროექტის ფარგლებში, ძველი, ამორტიზებული მილები ახლით იცვლება. შედეგად, აღნიშნული სოფლების მაცხოვრებლები, დაახლოებით, 1000-მდე ადამიანი უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტი ხმარდება და მისი დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს არის დაგეგმილი.

Previous articleტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
Next articleბაღდათში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს