ქალაქ ახალციხეში, ხელოვნური ტბის მიმდებარედ და და რუსთაველის ქუჩა № 124-ში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

ხელოვნური ტბის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ფარგლებში, გათვალისწინებულია მისასვლელი გზის, პარკინგის, სპორტული მოედნების, სკვერის, საბავშვო გასართობი ატრაქციონების, ველო და საფეხმავლო ბილიკების, გარე განათებისა და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

რუსთაველის ქუჩა № 124-ში, ამ დროისთვის საბავშვო ბაღის, ახალგაზრდული ცენტრების, კულტურის სახლისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ტერიტორიაზე, ჯამში, 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები ხორციელდება.

Previous articleოჯახები თბილისში, რომელთაც უსახლკაროს სტატუსი აქვთ მინიჭებული, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან
Next articleტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა