ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ტობავარჩხილის ტბამდე მისვლა მოწესრიგებული გზით არის შესაძლებელი. ტბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, პროექტის განხორციელება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყო. პროექტი ითვალისწინებდა ტობავარჩხილის ტბამდე ამორტიზებული საავტომობილო გზის მოწესრიგებას. მოეწყო გრუნტის საფარი და ლითონის თვალამრიდები. პროექტი ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.

Previous articleქალაქ ახალციხეში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
Next articleსენაკის მუნიციპალიტეტის სოფლების წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს