მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში მდებარე ამბულატორიის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები, ცენტრალური გათბობა და საქვაბე, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა, ავტოსადგომი, გარე განათება და ლითონის ღობე. დამონტაჟდება სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა და კეთილმოეწყობა ეზო.
აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მუხრანის ამბულატორია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება მოწყობილი.
აღნიშნული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 500 000 ლარს აღემატება, ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციას კი შპს “ტენდექსი” წარმოადგენს.