Home Blog გვერდი 98

ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 6.3 კმ-იანი მონაკვეთის შეკეთების სამუშაოები დასრულდა

ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 6.3-კილომეტრიანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები დასრულდა.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა მიწის სამუშაოები, გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებისა და ადგილობრივ გზებთან მიერთებების მოწყობის სამუშაოები.

გატარდა უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები, კერძოდ: გზის სავალი ნაწილის მონიშვნა, შემოფარგვლა და საგზაო ნიშნების მოწყობა.

ჩოხატაური-ბახმაროს გზა კურორტ ბახმარომდე მიდის და აღნიშული გზის გამართულად ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონის განვითარებისა და ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენების კუთხით.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 1 154 051 ლარი შეადგინა. სამუშაოები კომპანია „New road“ -მა შეასრულა.

ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, ბოტანიკურ ბაღში სათავგადასავლო-რეკრეაციული სივრცე და ველობილიკი მოეწყო

0

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ბოტანიკურ ბაღში სათავგადასავლო-რეკრეაციული სივრცე და ველობილიკი მოეწყო.

ბოტანიკური ბაღის ახალი სათავგადასავლო მარშრუტი აერთიანებს ველობილიკს და სხვა ტიპის ტურისტულ ინფრასტრუქტურას.

პროექტის განხორციელება 2018 წლის თებერვალში დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში მარშრუტის მთელი პერიმეტრი გაიწმინდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან; ლანდშაფტის სრული დაცვით მოეწყო სამ კილომეტრამდე საველოსიპედე გზა, საფეხმავლო ხიდები და კონსტრუქციები; ამავე სივრცეში დასრულდა კვების ობიექტისა და პარკინგის მშენებლობა, რომელიც მალე მოემსახურება ვიზიტორებს.

პროექტის ღირებულებამ, დაახლოებით, 10 მილიონი ლარი შეადგინა.

კახეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი ახალი შენობა გაიხსნა

კახეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი ახალი შენობა გაიხსნა.

დღეიდან კაჭრეთისა და წნორის გადაუდებელი დახმარების ცენტრების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.

კახეთის მასშტაბით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის უკვე 6 ახალი შენობაა გახსნილი. ჯამში, რეგიონებში კი – სულ 30 ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა და ამჟამად კიდევ 23 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივ თვითთმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.

სასაზღვრო სექტორი „ჯუთას“ ახალი შენობა გაიხსნა

საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე სასაზღვრო სექტორი „ჯუთას“ ახალი შენობა გაიხსნა.

სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყაზბეგის სამმართველოს სექტორი „ჯუთას“ თანამედროვე სტანდარტების შენობა, რომელიც ზღვის დონიდან 2300 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში აშენდა და საქართველო-რუსეთის საზღვრის 18-კილომეტრიან მონაკვეთს მოემსახურება.

შენობა აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით.

მშენებლობის პროექტი აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დაფინანსებით განხორციელდა.

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზაზე 13-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზაზე 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება.

რეაბილიტირებული მონაკვეთი ქვემო ქართლის რეგიონში, დმანისის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ბოლნისის გავლით უმოკლესი მარშრუტით აკავშირებს ამ რეგიონს სომხეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან, შესაბამისად, ამ გზის გამართულად ფუნქციონირებას შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

არსებული გზა დაზიანებული იყო და საჭიროებდა სრულ რეაბილიტაციას.

პროექტის შესაბამისად, გაუმჯობესდა გზის ტექნიკური პარამეტრები, რეაბილიტირდა ხელოვნური ნაგებობები, მოეწყო საგზაო სამოსი და გზის თანამედროვე აღჭურვილობა მოძრაობის უსაფრთხოებისათვის.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 13,4 მილიონი ლარით დაფინანსდა.

პირველად ისტორიაში თავდაცვის ძალები ქართული ჯავშანმანქანებით აღიჭურვა

0

თავდაცვის ძალებს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი“, მათ შორის „დიდგორი მედევაკი“ და მრავალფუნქციური დანიშნულების სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანები გადაეცა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თავდაცვის ძალები ადგილობრივი წარმოების ჯავშანმანქანებით აღიჭურვა

40-მდე „დიდგორის” ტიპის სამედიცინო და მრავალფუნქციური დანიშნულების ჯავშანმანქანა თანამედროვე და მაღალი სტანდარტების მიხედვით არის აწყობილი.

სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ სამედიცინო დანიშნულების, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად არის დამზადებული. სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანები „დიდგორი“ კი, მრავალფუნქციური დაჯავშნული სამხედრო-სატრანსპორტო საშუალებებია, რომელიც ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის გადასაყვანად და სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლად არის განკუთვნილი.

“დელტას“ მიერ წარმოებული ჯავშანმანქანები სამხედრო ქვედანაყოფებს განაწილების გეგმის შესაბამისად, ეტაპობრივად გადაეცემა.

ფონდი „ქართუს“დაფინანსებით, ქალაქ რუსთავის ციხე-სიმაგრის კონსერვაცია მოხდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვითა და ფონდი „ქართუს“დაფინანსებით ქალაქ რუსთავის ციხე-სიმაგრის კონსერვაციასთან დაკავშირებული სამუშაოები შესრულდა.

სამუშაოების შედეგად გადაეწყო მორყეული წყობები გალავნის ზედაპირზე კირის სპეც-ხსნარზე; არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ საპირე წყობის საძირკვლის მოსაწყობად მოიჭრა გრუნტი, მოიხსნა მიწა ეზოს მხრიდან და გაიწმინდა არსებული ჭა; აღდგა ამორტიზებული და ჩამონგრეული კედლის საპირე წყობები; აღდგა პილასტრები შერჩეული ქვიშა-ქვის კვადრატებით კირის ხნარზე; ამოივსო ნაკერები ფასადის წყობებს შორის კირის სპეც-ხსნარით; მოეწყო საკონსერვაციო ფენა გალავნის ზედაპირზე სპეცხსნარით.

რუსთავის ციხე წარმოადგენდა თბილისის ირგვლივ დედაქალაქის დასაცავად აგებულ ციხეთაგან ერთ-ერთს. არსებობის მანძილზე ციხეს ჰქონდა სამი სხვადასხვა პერიოდის ზღუდე. რუსთავის ციხე ერთადერთი ციხეა საქართველოში რომელშიც არის ფრესკები.

საკონსერვაციო სამუშაოებს ასრულებდა შპს “ბანა”.

სოფელ ანაკლიაში 110 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდა

სოფელ ანაკლიაში 110 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდა. პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ 1.9 მილიონი ლარით დაფინანსდა.

ახალი ბაღი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აშენდა და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები.

სოფელ ანაკლიაში საბავშვო ბაღის შენობა არ არსებობდა და ბავშვებს სასწავლებლად სიარული ამბულატორიის შენობაში უწევდათ.

ანაკლიაში საბავშვო ბაღის მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო და 2020 წლის აგვისტოში დასრულდა.

მარტვილის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ხორციელდება სერგიეთის და ბობოთის გაზიფიცირება. ჯამში, აშენდება 26 403 გრძივი მეტრის გაზსადენი და გაზიფიცირდება კიდევ 434 აბონენტი.

მარტვილის მუნიციპალიტეტში დღეის მდგომარეობით გაზიფიცირებულია ხუნწის, ნაგვაზაოს, ვედიდკარის, ინჩხურის ადმინისტრაციული ერთეულები და დიდი ჭყონის ცენტრალური ნაწილი.

ასევე, გაზიფიცირებულია ქ. მარტვილი, ნახარებაო, საელიაო, ნალეფსაო და ქვაითის უბანი. ახლახანს დასრულდა ლეხაინდრაოს, ნაჯახაოს, ბანძის, ონოღიის ადმინისტრაციულ ერთეულებში ცენტრალური მაგისტრალის გაყვანა და სულ მალე ქსელში ჩართვის შესაძლებლობა ექნება 2 594 აბონენტს.

მარტვილის მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან დღემდე აშენდა 206 195 გრძივი მეტრი გაზსადენი, 3605 აბონენტს საშუალება მიეცა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.

აღსანიშნავია, რომ სულ მალე გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყება სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში. პროექტის ფარგლებში, აშენდება 64 106 მეტრი სიგრძის გაზსადენი და გაზიფიცირდება სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები 888 ოჯახი.

ქუთაისში 29 ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს. ქალაქ ქუთაისში 29 ქუჩაზე სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები. სრული რეაბილიტაცია უტარდება ქუთაისის 2 ცენტრალურ ქუჩას, კერძოდ, აღმაშენებლისა და წერეთლის ქუჩებს.

რეაბილიტაციის ფარგლებში, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები.

29 ქუჩის რეაბილიტაციის ჯამური ღირებულება 22 მილიონი ლარია. სარეაბილიტაციო ქუჩების საერთო სიგრძე 10 კილომეტრზე მეტია.

პროექტის დასრულების შემდეგ უსაფრთხო და კომფორტული გახდება ქუთაისის ქუჩებში გადაადგილება.