Home Blog გვერდი 7

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში №2 საბავშვო ბაღის შენობის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში №2 საბავშვო ბაღის შენობის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.

ბაღის შენობა, რომელიც 3 ჯგუფზეა გათვლილი, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისად რეაბილიტირდა და აღიჭურვა.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დაწყებულ საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის მასშტაბური პროგრამა ქვეყანაში რამდენიმე ასეული საბავშვო ბაღისა და სკოლის მშენებლობასა და რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

default

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე უპრეცედენტო მასშტაბური პროექტის ფარგლებში ახორციელებს.

შენობის სახურავი უკვე გამოცვლილია, მიმდინარე პროექტის ფარგლებში კი შენობის გამაგრება, ინტერიერის და ფასადის სრული რეაბილიტაცია და ეზოს კეთილმოწყობა ხორციელდება: გარემონტდება საკლასო ოთახები, სველი წერტილები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ადმინისტრაციული ნაწილი, ფოიე და სპორტული დარბაზი.

სასწავლო სივრცეების პარალელურად მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი. მოსწავლეთა სოციალური ადაპტაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისთვის ეზოში კეთდება რეკრეაციული სივრცეები და მრავალფუნქციური ღია სპორტული მოედანი.

განხორციელებული სამუშაოების შედეგად სკოლა უზრუნველყოფილი გახდება კომპიუტერული, სახანძრო უსაფრთხოების, წყალ-კანალიზაციის, გათბობისა და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემებით.

ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის: იფუქციონირებს ლიფტი, პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები.

3 600 000 ლარამდე ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო მოქმედი სამშენებლო ნორმების დაცვით, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით ახორციელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ სკოლა სრულად აღიჭურვება ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით და ინვენტარით.

შედეგად, მომავალი ახალი სასწავლო წლიდან, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის მოსწავლეები და მათი მასწავლებლები სწავლას სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ, კომფორტული და უსაფრთხო სკოლაში გააგრძელებს.

მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტი დამტკიცდა

0

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტი დაამტკიცეს.

კომისიის წევრებმა პროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრებისგან წინა სხდომიდან დღემდე განხორციელებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს და ცენტრის მშენებლობისთვის განსახორციელებელი შემდგომი ღონისძიებები დაგეგმეს. აღინიშნა, რომ მიმდინარეობს სამშენებლო კომპანიის შერჩევა. მთავრობის მეთაურმა მინისტრებს კონკრეტული დავალებები მისცა.

კომისიის მუშაობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.

კახეთის რეგიონში პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

კახეთის რეგიონში პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.

პროგრამის ფარგლებში, ლაგოდეხში მიმდინარეობს ლაგოდეხის პარკის ტერიტორიის მეორე ნაწილის მოწყობის სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში ლაგოდეხში მოეწყობა ხელოვნური ტბა, სპორტული მოედანი, ტექბოლის და ტენისის მაგიდები, ამფითეატრი, შადრევანი და ფანჩატური, რეაბილიტაცია უტარდება ბილიკებს და მოსასვენებელ სივრცეებს.

პირველი ეტაპის სამუშაოების შედეგად, განხორციელდა ლაგოდეხის პარკის გარკვეული ნაწილის რეაბილიტაცია, აშენდა 3 შენობა, მოეწყო დასასვენებელი, სპორტული და ბავშვთა გასართობი სივრცეები.

პროგრამის ფარგლებში ყვარელში მიმდინარეობს ილია ჭავჭავაძის ქუჩის განახლება.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა 6 შენობას, ილია ჭავჭავაძის სახელობის სკვერს.შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო დასასვენებელი და ბავშვთა გასართობი სივრცეები.

ლანჩხუთის №1 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

default

ლანჩხუთის №1 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სკოლის შენობის სრულ რეაბილიტაციას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე უპრეცედენტო მასშტაბური პროექტის ფარგლებში, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 5 მილიონ ლარს შეადგენს, სამშენებლო ნორმების დაცვით, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით ხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ სკოლაში სასწავლო სივრცეებთან ერთად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი. სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: მოეწყობა ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი. სკოლა სრულად აღიჭურვება ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და ინვენტარით.

ინფრასტრუქტურული პროექტის შედეგად, 2024 წლის ბოლოსთვის, ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის 600-ზე მეტი მოსწავლე სწავლას სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ სკოლაში გააგრძელებს.

default

ბათუმის ბულვარში საერთაშორისო სტანდარტების სკეიტ და როლერ პარკის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმში ახალი საერთაშორისო სტანდარტების სკეიტ და როლერ პარკის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ახალი ბულვარის ტერიტორიაზე 4800 კვ.მ ფართობზე განთავსდება.

პროექტი ბათუმის ბულვარის განვითარებისა და განაშენიანების გეგმისა და მსოფლიო სკეიტბორდის ფედერაციის სტანდარტების შესაბამისად შემუშავდა. მულტიფუნქციური სპორტული სივრცე სკეიტბორდის მსოფლიო ჩემპიონატს, რეგიონულ და ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლებს.

ლანჩხუთში კოლეჯ „ჰორიზონტის“ ახალი სასწავლო კორპუსი გაიხსნა

0

ლანჩხუთში კოლეჯ „ჰორიზონტის“ ახალი სასწავლო კორპუსი გაიხსნა

პროფესიული სასწავლებელი, რომლის შენობა ჯამში 1200 კვ.მ ფართს მოიცავს, 250 სტუდენტზეა გათვლილი, ხოლო ეზოს ჩათვლით ტერიტორია 1 ჰექტარს შეადგენს.

მულტიპროფილური სასწავლებლის თანამედროვე ტიპის შენობა სრულად აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებზე: მოწყობილია პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები. შენობაში განთავსებულია თეორიული და პრაქტიკული სასწავლო სივრცეები, ადმინისტრაციული ნაწილი და კაფეტერია. შენობა უზრუნველყოფილია თანამედროვე სისტემებით.

კოლეჯის ეზოში მოწყობილია ამფითეატრი, გამწვანებული რეკრეაციული სივრცეები, ავტოსადგომი და ველოსიპედების სავალი ნაწილი. სასწავლებელი სრულად აღჭურვილია სასწავლო და საოფისე ინვენტარით, ავეჯითა და ტექნიკით; ინტეგრირებული პროგრამებისთვის შესაბამისი მეცნიერული და პრაქტიკული სწავლების ლაბორატორიებით: ელექტრობის, ქიმია-ფიზიკის, სამკერვალო, სასტუმრო, თმის მომსახურების და ვებტექნოლოგიების ლაბორატორიებით.

თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15 წლის განმავლობაში 475 მლნ ევრო გამოიყოფა

0
თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევრო გამოიყოფა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის მერთან კახა კალაძესთან და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პროექტის დეტალები მიმოიხილეს და სამომავლოდ განსახორციელებელი ნაბიჯები დაგეგმეს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 212 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონის შესყიდვა, რომელთა ეტაპობრივი მოწოდება და არსებული მოძველებული მატარებლების ჩანაცვლება შემდეგი 15 წლის განმავლობაში განხორციელდება.

მისი თქმით, 212 ვაგონი ჯამში 45 მატარებელია. პროექტის მიხედვით, 13 ერთეული 4-ვაგონიანი მატარებელი საბურთალოს ხაზისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 32 ერთეული 5-ვაგონიანი მატარებელი ახმეტელი-ვარკეთილის ხაზისთვის გამოიყოფა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს დაახლოებით 475 მლნ ევროს და მთლიანად დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე უახლოეს დღეებში გამოცხადდება ბაზრის კვლევა, ამის შემდეგ კი საერთაშორისო ტენდერი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლება მეტროს ვაგონებისა და საგარეუბნო მატარებლების მწარმოებელ, მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე უცხოურ კომპანიებს.

ბათუმში მედიაციის, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის სივრცე და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი გაიხსნა

0

ბათუმში მედიაციის, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის სივრცე და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი გაიხსნა.

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა იზრდება.

ბათუმში ბენეფიციართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესის ეფექტური მომსახურებისა და მედიაციის შეხვედრების ჩატარებისთვის ყველა პირობაა შექმნილი და შესაბამისი საჭიროებები სრულად არის გათვალისწინებული.

სააგენტოს რეგიონული შესაძლებლობების გაფართოება ხელს უწყობს კანონთან კონფლიქტში მყოფ და რთული ქცევის მქონე 14 წლამდე არასრულწლოვნებს, განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართულ პირებს და ყოფილ პატიმრებს, ადგილზე მიიღონ მომსახურებები, რომლებიც მათში დანაშაულის გააზრებას, პროსოციალური უნარების განვითარებასა და საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

დანაშაულის პრევენცია და სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული, არასაპატიმრო ფორმების დანერგვა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა.

ზესტაფონში იუსტიციის სახლი გაიხსნა

0

საქართველოს მასშტაბით რიგით 118-ე, იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი ქალაქ ზესტაფონში გაიხსნა.

ადგილობრივი მოსახლეობა 470-ზე მეტი სერვისის მიღებას კომფორტულ და თანამედროვე გარემოში შეძლებს. ზესტაფონის იუსტიციის სახლში ასევე შესაძლებელი იქნება ქორწინების სერვისით სარგებლობა სპეციალურ სარიტუალო სივრცეში.

ზესტაფონში იუსტიციის სახლის გახსნასთან ერთად, კიდევ ერთი ახალი მობილური იუსტიციის სახლი დაიწყებს ფუნქციონირებას და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას მათთვის საჭირო სერვისებს მიაწოდებს.