Home Blog გვერდი 166

თბილისში ალუმინის პროფილებისა და კარ-ფანჯრების მწარმოებელი ახალი საწარმო გაიხსნა

0

პროგრამის “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით, თბილისში ალუმინის პროფილებისა და კარ-ფანჯრების მწარმოებელი ახალი საწარმო შპს “ალუტექ ჯორჯია” ამოქმედდა.

საწარმო ამოქმედების პირველ ეტაპზე 30 ადამიანს დაასაქმებს, პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 1 499 000 ლარს შეადგენს.

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ შედეგები ასეთია:
367 მხარდაჭერილი პროექტი;
888 მლნ ლარის ინვესტიცია;
14 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.

“ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში” საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა

0

Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ 2019 წლის კვლევის მიხედვით, საქართველომ წინა წელთან შედარებით რეგიონში პოზიცია 1 ადგილით გაიუმჯობესა – ამ შედეგით საქართველო ევროპის რეგიონის 44 ქვეყანას შორის  მე-8 პოზიციაზეა, მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის კი 75.9 ქულით  მე-16 პოზიციაზე „უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით.

საქართველოს საერთო ქულა აღემატება როგორც რეგიონის (68.6 ქულა), ისე მსოფლიოს საშუალო ქულას (60.8 ქულა).

2019 წლის რეიტინგი შეფასებას აკეთებს შემდეგი 4 მიმართულებით: კანონის უზენაესობა, მთავრობის მოცულობა, რეგულაციების ეფექტიანობა და ღია ბაზარი. აღნიშნული მიმართულებები, თავის მხრივ, მოიცავს სხვადასხვა კომპონენტებს.

განათლების რეფორმის ფარგლებში „უსაფრთხო სკოლის“ პროექტი ინერგება

0

განათლების რეფორმის ფარგლებში „უსაფრთხო სკოლის“ პროექტი ინერგება.

სკოლებში თვისებრივად ახალი ტიპის მანდატურის სამსახური – უფრო მეტად ზრუნვასა და პრევენციაზე ორიენტირებული ინსტიტუტი ყალიბდება. იზრდება მისი ხელმისაწვდომობა და ხარისხი.

ძლიერდება მანდატურის სამსახურში არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრები.

თითოეულ სკოლაში შეიქმნება მრჩეველთა საბჭო, რომელსაც ექნება საკონსულტაციო და მაკონტროლებელი ფუნქცია.

შეიქმნა კრიზისული ინტერვენციის ჯგუფი, რომელიც გადაუდებელი შემთხვევის დროს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადგილზევე ეცნობა არსებულ სიტუაციას და ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას. ასეთი მიდგომა მნიშვნელოვნად შეამცირებს ბავშვებსა და მოზარდებში გრძელვადიანი ფსიქოლოგიური ტრავმის ჩამოყალიბებას.

2019 წლის სექტემბრამდე უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ყველა პირი სრულად აღიჭურვება მეტალო-დეტექტორებით.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონული პროგრამის შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს მშობლის, სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლების მაღალ ჩართულობას სასკოლო პროცესში.

დაგეგმილია ახალი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრების გახსნა სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში. დღეს საქართველოს მასშტაბით სულ 8 ფსიქოლოგიური ცენტრი მუშაობს:

შეიქმნება მანდატურის სამსახურის 8 რეგიონული ცენტრი. 2019-2020 წლებში მანდატურის სამსახური წარმოდგენილი იქნება დამატებით 260 საჯარო სკოლაში. შედეგად, მანდატური საჯარო სკოლების მოსწავლეთა 85%-ს მოემსახურება.

მანდატურთა მოტივაციის გაზრდის მიზნით მათი ანაზღაურება მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 200 ლარით გაიზარდა.

2021 წლის ბოლომდე პოლიციის აკადემიაში გადამზადდება 1300 მოქმედი მანდატური, რომელსაც არ გაუვლია შსს-სთან თანამშრომლობის საფუძველზე შექმნილი ახალი სასწავლო მოდული.

მთელი საქართველოს მასშტაბით არაერთი სპორტული ღონისძიება გაიმართება, სხვადასხვა უწყებასთან ერთად დაიგეგმება მოცულობითი ღონისძიებები და კამპანიები, მათ შორის, ყოველწლიურად ჩატარდება უსაფრთხო სკოლის კვირეული.

ოზურგეთში მდებარე ფაბრიკა, სადაც საერთაშორისო ბრენდების ჯინსები იკერება, ფართოვდება

0
Clothes On a Rack

ოზურგეთში მდებარე ფაბრიკა, სადაც საერთაშორისო ბრენდების ჯინსები იკერება, გაფართოვდება, რაშიც 10-დან 15 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია ჩაიდება.

საწარმოში დამატებით 1 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

აღნიშნული ფაბრიკა ხუთი თვის წინ ამუშავდა და იქ 13 საერთაშორისო ბრენდის, მათ შორის – „ზარას“, “მანგოს”, “ბერშკას“, “ნიუ იორკერის“, “მასიმო დუტის“ ჯინსის შარვლები იკერება; პროდუქცია კი, ევროპაში, კერძოდ, საფრანგეთში, ავსტრიასა და სხვა ქალაქებში, დამკვეთების ქსელურ მაღაზიებში იყიდება.

მანდატურის სამსახურის რეფორმა

0

2019-2020 წლებში მანდატური წარმოდგენილი იქნება დამატებით 260 საჯარო სკოლაში.

სკოლებში უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად მანდატურის სამსახური სამ რგოლს გააერთიანებს: მანდატურს, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებსა და კრიზისული ინტერვენციის ჯგუფს. გარდა ამისა, შეიქმნება მანდატურის სამსახურის 8 რეგიონული ცენტრი.

ბოლო სამი თვის განმავლობაში სკოლებში დანაშაულის კლების ტენდენცია შეინიშნება.

2018 წელს საქართველოდან ჩაის ექსპორტი 48%-ით გაიზარდა

0

2018 წელს საქართველოდან ჩაის ექსპორტი 48%-ით გაიზარდა.

2018 წელს ქვეყნიდან 3,6 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, 2017 წელს კი, ექსპორტირებული საქონლის ღირებულება 2,4 მილიონი დოლარი იყო.

ამასთან, 2018 წელს საქართველოში ჩაის იმპორტმა 8,9 მილიონი დოლარი შეადგინა.

FAO საქართველოში 2 მლნ ევროს ღირებულების პროექტს იწყებს

0

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოში 2 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს იწყებს.

პროექტი მიზნად ისახავს: საქართველოში სოფლის განვითარების პოლიტიკის შემუშავებას, ღირებულებათა ჯაჭვების გაუმჯობესებას, ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას, გარემოსთან თავსებადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკების განვითარებას.

პროექტი, რომელსაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) განახორციელებს, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) მიერ არის დაფინანსებული.

აღნიშნული ღონისძიებები, საბოლოო ჯამში, ქართველი ფერმერების კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისა და აგროწარმოებით გამოწვეული კლიმატის ცვლილების შემცირებისკენ არის მიმართული.

დაზარალებულ 40 ოჯახს თბილისში საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად გადაეცემა

0

ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე მერიის კუთვნილებაში არსებული ცალკეული ფართები პირდაპირი განკარგვის ფორმით სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 40 ოჯახს გადაეცემა.

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოსახლეობის რაოდენობა 3000-ს აღემატება.

ლისის ტერიტორიაზე მისასვლელი ახალი გზის მშენებლობა დაიწყო

0

ლისის ტერიტორიაზე ახალი გზის მშენებლობა დაიწყო.

მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის პროექტი დაიწყო.
ამჟამად, ადგილზე მიწის სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ლისის მიმდებარე ტერიტორიასთან დამაკავშირებელი ახალი 2 კმ.-იანი გზის დაგებას.
ამასთანავე შენარჩუნდება ადგილობრივი ლანდშაფტის იერსახე.

სამუშაოები 2020 წლის გაზაფხულის ბოლოს დასრულდება.

წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდა

0

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, 19 იანვრიდან წითელას აცრა ნებისმიერი მოქალაქისთვის უფასო გახდება. აქამდე, ვაქცინაცია უფასო მხოლოდ 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის იყო.
2019 წლის პირველი იანვრიდან 16 იანვრამდე წითელას 312 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადების შემთხვევათა 56% ძირითადად, 20-დან 40 წლამდე ასაკის პირებზე მოდის