Home Blog გვერდი 165

ფოთში ახალი პორტი და ტერმინალი აშენდება

0

დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციასა და „პეის ჯგუფთან“, რომლის მიხედვითაც ფოთში ახალი პორტი და ტერმინალი აშენდება.

ეს პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ლოგისტიკურ და ეკონომიკურ ცენტრად გადაქცევას და პოზიტიურ გავლენას მოახდენს ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით ქვათა ცვენისგან დამცავ ბადეებს ამონტაჟებს

0

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური დედაქალაქის მასშტაბით ქვათა ცვენისგან დამცავ ბადეებს ამონტაჟებს.

ამ ეტაპზე სამონტაჟო სამუშაოები დასრულდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის სახელობის ხიდის პანდუსთან, სასტუმრო King David-ის ქვედა ფერდობზე (5500 კვ.მ.), ასევე, ორპირისა და სანაპიროს ქუჩებზე (1300 კვ.მ.). არსებული კლდეები გამოფიტვის შედეგად პერიოდულად იშლება, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს. ამის თავიდან ასაცილებლად, დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უჟანგავი ბადეები ანკერული დამაგრების პრინციპით და დეტალები დაიფარა ანტიკოროზიული საღებავით, რაც საექსპლუატაციო ვადას 50 წლამდე ახანგრძლივებს.

თბილისის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება

2019 წელს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, უკვე გამოცხადებულია კონკურსი საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე, რომელიც 10 თებერვალს დასრულდება.

როექტირების ვადა 10 დეკემბრამდეა და მისი ღირებულება 599 000 ლარია.

2019-2020 წლებში თბილისში 23 პროექტი განხორციელდება

0

2019 წელს დასრულდება:

მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობა

გმირთა მოედნის მიწისქვეშა გზაგამტარის რეაბილიტაცია

სოფელ დიღომში კანალიზაციის მოწყობის პირველი ეტაპი

მუხიანის აგარაკების საკანალიზაციო ქსელის ეტაპობრივი მოწყობა

სასტუმრო რედისონის მიმდებარედ არსებული გვირაბის რეაბილიტაცია

რუსთაველის მეტროს მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა ავტოსატრანსპორტო გასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები

კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია, გარე განათება, საპროექტო არეალის გამწვანება

“ადამიანი და მზე“ მონუმენტის სრული რეაბილიტაცია

კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაცია

ვეკუა-ხიზანიშვილი ქუჩების რეაბილიტაცია

ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკის რეაბილიტაცია

მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქცია

გზაგამყოფი კუნძულების რეაბილიტაცია

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია

ვაშლიჯვრის გზაგამტარის მშენებლობა

მშრალი და საარბრუკენის ხიდების და მიმდებარე არეალის რეაბილიტაცია

2020 წელს დასრულდება:

დიღმის ჭალებში პარკის მშენებლობა

უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა

დიდ დიღომში მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა

ვარკეთილში მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა

ფიროსმანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები

გუდიაშვილი – ფურცელაძის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები

გორგასლის სანაპიროს განვითარება

2018 წელს 1200-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა

2018 წელს საქართველოში 1200-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორიციელდა. პროექტები, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ და ინვესტიციამ 1 661 მილიონი ლარი შეადგინა, ორიენტირებული იყო რეგიონების განვითარებაზე, ადამიანების კეთილდღეობასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე.

მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგის მიხედვით საქართველო რეგიონის ლიდერია

0

“Global Finance”-მა გამოაქვეყნა 2019 წლის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სია, რომლის მიხედვით უსაფრთხოების მაჩვენებლით საქართველო რეგიონში
ლიდერია.

მსოფლიოს 128 ქვეყნიდან, საქართველო უსაფრთხოების კუთხით 9,68 ქულით 49-ე ადგილს იკავებს. რეიტინგის მიხედვით, საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის აშშ, თურქეთი, საბერძნეთი, მაკედონია, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა.

ამავე რეიტინგში საქართველოს მეზობელი ქვეყნები – სომხეთი 62-ე, აზერბაიჯანი 71-ე, თურქეთი 107-ე,  რუსეთი კი 108-ე ადგილზე არიან. მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნებს შორის საერთო
რეიტინგში ლიდერებს შორის მოხვდნენ: ისლანდია, ავსტრია, პორტუგალია, ფინეთი და შვეიცარია.

ამერიკული გამოცემის “Global Finance”-ის მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგი ისეთი კომპონენტების გათვალისწინებით შედგა, როგორებიცაა მოქალაქეთა დაცულობის ხარისხი, კრიმინოგენული მდგომარეობა, ადამიანის პირადი უსაფრთხოება, კონფლიქტის შესაძლებლობა და ბუნებრივი კატასტროფების რისკი.

თბილისში ბიზნეს-აქსელერატორი ამოქმედდება

0

ბიზნეს-აქსელერატორის სამუშაო სივრცე ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი. ეს იქნება ერთგვარი ჰაბი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ბიზნეს იდეები გააჩნიათ, თუმცა არ აქვთ წვდომა იმ რესურსებთან, რომელთა დახმარებითაც, შეიძლება მათი იდეები ბიზნესგეგმად გარდაიქმნას.

პროექტის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, ბიზნესგეგმის მომზადების პროცესში, სპეციალისტებისგან კონსულტაცია მიიღონ, რაც ფინანსისტის, მარკეტინგის სპეციალისტის, ანალიტიკოსის კონსულტაციებს ითვალისწიებს.

პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდება.

 

“H&M“-ის მაღაზიებში პროდუქცია იარლიყით “MADE IN GEORGIA” გაიყიდება

0

H&M-ის ოფიციალური მიმწოდებელი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი გახდა.

„ქართულმა კომპანიამ ბრენდის „H&M” მკაცრი ტექნიკური და სოციალური აუდიტის გავლა შეძლო და დღეიდან ბრენდის ოფიციალური მიმწოდებელი გახდა, რაც ნიშნავს იმას რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, “H&M“-ის მაღაზიებში პროდუქცია იარლიყით “MADE IN GEORGIA” (დამზადებულია საქართველოში) გაიყიდება.

 

დაცვის პოლიციის 5150 თანამშრომელს ხელფასი გაეზარდა

0

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 5150 თანამშრომელს, რომელთა სახელფასო განაკვეთიც ყველაზე დაბალი იყო, ანაზღაურება 125 ლარით გაეზარდა.

თანამდებობრივი სარგო იმ თანამშრომლებს გაეზარდათ, რომელთა სახელფასო განაკვეთიც ყველაზე დაბალი იყო. მეორე ეტაპისთვის კი, ანაზღაურება ყველა ქვედანაყოფის თანამშრომელს გაეზრდება.

საგარეჯოში ჩირის მაღალტექნოლოგიური საწარმო აშენდება

0

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით კახეთის რეგიონში, ქალაქ საგარეჯოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მაღალტექნოლოგიური ჩირის საწარმო აშენდება.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1 000 000 აშშ დოლარს აღემატება. ახალი საწარმოს ასაშენებლად შპს „ჯეო-ორგანიკს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან საგარეჯოში მდებარე 36 785კვ.მ. სახელმწიფო ქონება გადაეცა.
საწარმო წელიწადში მინიმუმ 120 ტონა პროდუქციის წარმოებას შეძლებს და მზა პროუქციის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე ევროპის ქვეყნების ბაზარზე მოახდენს. აღსანიშნავია, რომ კომპანია სამომავლოდ ხილის ჩიპსის წარმოებასაც გეგმავს.