Home Blog გვერდი 164

თბილისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დროებითი მოთავსების იზოლატორი შენდება

0

საპოლიციო ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში, პირველად საქართველოში, რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, არასრულწლოვნებზე მორგებული ინფრასტრუქტურა – საგამოძიებო და დაკავების ოთახები მოეწყო. ასევე, 2018 წელს სრულად გარემონტდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა დროებითი მოთავსების იზოლატორები ახალქალაქში, წალკასა და ჩხოროწყუში. გაფართოვდა მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი, მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დასრულდება ქობულეთის, ფოთის და სამტრედიის იზოლატორების რეაბილიტაცია. აგვისტოში გაიხსნება ახალი იზოლატორი ბაკურიანში.

2018 წელს, საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესაბამისად, დროებითი მოთავსების 8 იზოლატორში დაემატა სამედიცინო პუნქტი (მცხეთა, საგარეჯო ყვარელი, ფოთი, ზესტაფონი, ხაშური, ჩხოროწყუ და ახალციხე); ახალმა და მოქმედმა ექიმებმა კი სპეციალურად მათთვის ორგანიზებული ტრენინგები გაიარეს.

გარდა ამისა, გასულ წელს გადამზადდა დროებითი მოთავსების იზოლატორების ყველა თანამშრომელი, 6 იზოლატორში სრულად განახლდა და გაიმართა ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა. 2019 წლის ბოლომდე ვიდეოკამერები შეიცვლება დარჩენილ 23 იზოლატორშიც. დღევანდელი მდგომარეობით, ვიდეოჩაწერა ყველა იზოლატორში ხორციელდება და ჩანაწერის შენახვის მინიმალური ვადა 24 საათიდან 120 საათამდე გაიზარდა. ასევე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განისაზღვრა დროებითი მოთავსების იზოლატორების თითოეულ საკანში მოსათავსებელ პირთა მაქსიმალური რაოდენობა.

რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, თბილისში უკვე დაწყებულია დროებითი მოთავსების იზოლატორის მშენებლობა. ხაზგასასმელია, რომ ინფრასტრუქტურა სრულად იქნება მორგებული არასრულწლოვნებსა და შშმ პირებზე, ადგილზე იფუნქციონირებს ორი სამედიცინო პუნქტი, მშენებლობისას სრულად იქნა გათვალისწინებული საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები და საერთაშორისოდ დადგენილი სტანდარტები. დროებითი მოთავსების იზოლატორის მშენებლობა ავჭალაში 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში 9 კმ-იანი გვირაბი აშენდება

ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში 9 კმ-იანი გვირაბი აშენდება
ახალი გვირაბი ინფრასტრუქტურული და საინჟინრო მნიშვნელობით გამორჩეულია
9 კმ-იანი გვირაბის სიგანე 15 მეტრი იქნება, რაც საკმაოდ იშვიათია არამხოლოდ ამიერკავკასიაში, არამედ მსოფლიო მასშტაბით
ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთის დერეფნის ნაწილია
აღნიშნული გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით, რაც გზის ამ მონაკვეთზე ხშირ და ხანგრძლივ შეფერხებებს იწვევს
ახალი გზა და 9 კმ-იანი გვირაბი მოაგვარებს დღეს არსებულ პრობლემებს და სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი
ტენდერი ქვეშეთი-კობის გვირაბის ასაშენებლად თებერვლის მეორე ნახევარში გამოცხადდება
ქვეშეთი – კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 მონაკვეთად, დაგეგმილია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 23 კმ-მდე გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა

ბელარუსში ქართული პროდუქციისთვის სავაჭრო სივრცე იხსნება

0

ბელარუსის დედაქალაქში, მალე ქართული კულტურის ცენტრი გაიხსნება, სადაც ქართული წარმოების პროდუქტებიც გაიყიდება.

შენობის რემონტისა და აღჭურვისთვის ქართული მხარე 600 ათასი დოლარის დახარჯვას აპირებს, რომელიც ,,საპარტნიორო ფონდის” შვილობილმა კომპანიამ ,,ქართულმა ნატურალურმა პროდუქტებმა” უნდა განკარგოს. სწორედ ბელარუსში დაფუძნებული ეს კომპანია იმუშავებს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციაზე.

სავაჭრო სივრცეში განთავსდება ღვინის მაღაზია და მარანი, ქართული კვების ობიექტები, ასევე გაიყიდება ქართული წარმოების პროდუქტები, მინერალური და არაალკოჰოლური სასმელები, იმუშავებს საგამოფენო სივრცეც.

კასპში ცემენტის განახლებული ქარხანა გაიხსნა

0

კასპში ცემენტის განახლებული ქარხანა გაიხსნა. ქარხნის მოდერნიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და მის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია გამოიყო.

მოეწყო კლინკერის ახალი საწარმოო ხაზი. ასევე, დამონტაჟდა უმაღლესი სტანდარტის ფილტრაციის სისტემა და ემისიების მუდმივი მონიტორინგის სპეციალური აპარატურა, რომლის საშუალებითაც, საწარმოო მტვრისა და გამონაბოლქვის რაოდენობის გაკონტროლება ონლაინ რეჟიმში იქნება შესაძლებელი.

პროექტი „საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა“ და „ჰანიველ პარტნერსის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

სოფელ პერევში თიხის გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება

0

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში თიხის გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება, რისთვისაც არანაკლებ 250 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და მინიმუმ 30 ადამიანი დასაქმდება.

„პერევის“ კერამიკული თიხის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 10 წლიანი ლიცენზია ელექტრონულ აუქციონზე 121 626 ლარად გაიცა.

აღსანიშნავია, რომ კერამიკული, იგივე გამომწვარი თიხა, მისი უნიკალური თვისებების გამო, ფართოდ გამოიყენება ეკო-არქიტექტურაში. მას იყენებენ როგორც ნედლეულს ეკოლოგიური მოსაპირკეთებელი სამშენებლო მასალების დასამზადებლად.

სოფელ “აგარაკში” საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

სამუშაოების ფარგლებში, სარეაბილიტაციო არეალზე სრულდება ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება. მოეწყო გაბიონი, ასევე, აშენდება ბეტონის დამცავი კედელი, მოეწყობა წყლის აცილების სისტემა – კიუვეტები და დაიწყება ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება, ჯამურად, 15 000 კვადრატულ მეტრზე.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის მეორე ფაზა დაიწყო

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის მეორე ფაზა დაიწყო.

მეორე ფაზის სამუშაოები აეროპორტის ახალი ტერმინალის შენობის სახურავისა და ფასადის მოწყობას ითვალისწინებს. მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია სხვა სამუშაოების განხორციელება.

საქართველოში წარმოებული თვითმფრინავის ნაწილები BOEING-მა იყიდა

0

თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანამ ( ATC ) პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებით პირველი დოკუმენტი გააფორმა. საქართველოში წარმოებული პირველი პროდუქცია მსოფილიო ავიაგიგანტ „Boeing “-სთვის დამზადდა.

მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტებით წარმოებული პროდუქციის შესყიდვის შესახებ პირველი დოკუმენტი თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანაში გაფორმდა.

საწარმომ სატესტო რეჟიმში მუშაობა დაასრულა და სარეალიზაციოდ პირველი პროდუქციის გამოშვება უკვე დაიწყო.

ამ დროისთვის ქარხანაში 120-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. ქარხნის სრულად დატვირთვის შემდეგ საწარმო სულ 300-მდე ადამიანს დაასაქმებს.

 

განათლების რეფორმა

0

განათლების რეფორმა განათლების სისტემის კომპლექსურ ცვლილებებს გულისხმობს და მოიცავს როგორც სკოლამდელ, ასევე, ზოგად, პროფესიულ, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას. განათლების რეფორმის ფარგლებში 2021-2023 წლებისათვის სასკოლო მზაობის პროგრამა უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს ყველა აღსაზრდელებისთვის.

ასევე, რეფორმის ფარგლებში იგეგმება ახალი სასწავლო პროგრამებისა და რესურსების დანერგვა, რომლებიც ინკლუზიური და სამოქალაქო განათლების პრინციპებს დაეფუძნება. განათლების სამინისტროს ცნობით, შემუშავდება და დამტკიცდება მასწავლებელთა სერტიფიცირების ახალი მოდელი და სახელფასო პოლიტიკა.

რეფორმის ფარგლებში, ზოგადი განათლების მიმართულებით შემუშავდა უნარებისა და ღირებულებების განვითარებაზე, კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებაზე, სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტირებასა და წიგნიერებაზე ორიენტირებული „ახალი სკოლის“ მოდელი. ის სკოლების ავტონომიასა და დეცენტრალიზაციას, უნიფიცირებული მიდგომიდან დიფერენცირებულ მიდგომაზე გადასვლას, სკოლის დირექტორის ლიდერად ჩამოყალიბებას, გადამზადებულ პედაგოგებს გულისხმობს.

„ახალი სკოლის“ მოდელის პილოტირება 150-ე საჯარო სკოლაში წარმატებით განხორციელდა და ის ეტაპობრივად 2024 წლისათვის ყველა სკოლაში დაინერგება.

„ახალი სკოლის“ მოდელის ფარგლებში სკოლებში განახლდება კომპიუტერული კლასები, აღიჭურვება ინტერნეტითა და WiFi-ით. პირველკლასელთა ნეტბუქები მოდიფიცირდება თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებით (მაგ. Minecraft Education Edition, Scratch და სხვა). განვითარდება ვებგვერდი el.ge, სადაც თავმოყრილი იქნება საგანმანათლებლო და შემეცნებითი რესურსები. დაინერგება სთრიმინგ გაკვეთილები. საინტერესო სპიკერები ონლაინ რეჟიმში ჩაატარებენ ლექციათა ციკლს, რომელიც მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და მათემატიკური და ალგორითმული უნარების გაღრმავებაზე იქნება ორიენტირებული.

რეფორმის ფარგლებში, 2018-2019 სასწავლო წელს მე-11 და მე-12 კლასელთათვის მოიხსნა გამოსაშვები გამოცდები. შეფასების ახალი მოდელის მიზანია უნივერსიტეტების ავტონომიის ეტაპობრივი ზრდა, ეროვნული გამოცდების პროგრამის სასკოლო პროგრამასთან დაახლოება და მშობლების დანახარჯების შემცირება.

2020 წლიდან მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება: ქართულსა და უცხო ენაში. მესამე კი უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით განისაზღვრება: მათემატიკა -ტექნიკური, ხოლო ისტორია – ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.

მასწავლებლებისთვის გაუქმება კრედიტქულები. პედაგოგები გათავისუფლდებიან თვითშეფასების ვალდებულებისაგან. გამარტივდება და დაჩქარდება პროფესიაში კადრების შესვლის გზები.

2019 წელს თბილისსა და რეგიონებში 9 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და 265 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდება. განახლდება 8 სპეციალური სკოლაც. დაიწყება 35 ახალი სკოლის მშენებლობა. დაგეგმილია განათლებისა და მეცნიერების ქალაქის აშენება, რომელიც სხვადასხვა საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს.

ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შესაქმნელად მანდატურის სამსახური სამ მნიშვნელოვან რგოლს გააერთიანებს: მანდატურს, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებსა და კრიზისული ინტერვენციის ჯგუფს, რომელიც კრიზისულ სიტუაციებზე დროული და ეფექტური რეაგირების მიზნით შეიქმნა. 2019-2020 წლებში მანდატური წარმოდგენილი იქნება დამატებით 260 საჯარო სკოლაში. 8 არსებულ ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს 2019 წელს სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში ორი ახალი დაემატება. გარდა ამისა, შეიქმნება მანდატურის სამსახურის 8 რეგიონული ცენტრი.

პროფესიული განათლება რეგიონული განვითარების საჭიროებებსა და სწრაფ დასაქმებაზე იქნება ორიენტირებული. დაგეგმილია ახალგაზრდების პროფესიული მიმართულებით დაინტერესება და მათთვის მომზადება-გადამზადების პროგრამების შეთავაზება. პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების ატესტატს გაუთანაბრდება. კერძო სექტორთან თანამშრომლობით კერძო პროფესიული სასწავლებლებიც დაარსდება.

უმაღლესი განათლების კუთხით შემუშავდა ორწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG 2015) დანერგვას ისახავს მიზნად. იგეგმება ცენტრის გაწევრიანება ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR), რაც უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული დიპლომების უპირობო აღიარებას ევროპაში და ქართველი და უცხოელი სტუდენტების მობილობა.

მეცნიერების მიმართულებით 2019 წელს ფონდი ევროკომისიის ინიციატივაში EURAXESS საქართველოს გაწევრიანდება. შეიქმნება EURAXESS-Georgia პორტალი, რომელიც EURAXESS-ის პანევროპულ პორტალთან ინტეგრირდება. პორტალში ამჟამად 40-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული. EURAXESS-ში ჩართვა ქართველი მკვლევრებისათვის ხელმისაწვდომს გახდის ევროკავშირის შიდა სამეცნიერო რესურსებს და გაზრდის საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში ჩართვის შესაძლებლობას. გამოიცემა ახალი რეფერირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის „საქართველოს მეცნიერების“ (Georgian Science). სახელმწიფო სრულად დააფინანსებს საჯარო და კერძო უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისათვის ELSEVIER-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომას.

განათლების რეფორმა ყველა მიმართულებისათვის კომპლექსურ და მათ შორის ინტერდისციპლინურ მიდგომებს გულისხმობს, რაც განათლების ერთიანი სისტემის ტრანსფორმაციას უზრუნველყოფს.

 

თბილისში მეტროს განახლებული შემადგენლობები დაემატა

0

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე დამატებით ერთი ოთხვაგონიანი, ხოლო მეორე ხაზზე – სამვაგონიანი განახლებული შემადგენლობა იმოძრავებს. ორ კვირაში ორივე ხაზს კიდევ დაემატება თითო მოძრავი შემადგენლობა.

ვაგონების მოდერნიზაციის ფარგლებში, შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა, გაიზარდა მისი მოცულობა და დამონტაჟდა თანამედროვე კონდინცირების სისტემა. კაბინები ასევე აღიჭურვა მართვის თანამედროვე პულტით. შეიცვალა ვაგონების გარე და შიდა დიზაინი.

ასევე, ვაგონებში განთავსდა სპეციალური მონიტორები, განახლდა მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ავტომატური სისტემები, რაც მოძრავ შემადგენლობებს შორის უსაფრთხო ინტერვალის პრინციპს ითვალისწინებს.