Home Blog გვერდი 162

თანაინვესტირების ფონდი ენერგეტიკის სექტორში 800 მილიონ დოლარზე მეტს ჩადებს

0

თანაინვესტირების ფონდი ენერგეტიკის სექტორში 800 მილიონ აშშ დოლარზე მეტ ინვესტიციას ჩადებს.

ფონდი ამჟამად 3 მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს – „მტკვარი ჰესს“, „ონი ჰესს“, „ცხენისწყლის ჰესების კასკადს“, რომელთა ინვესტიციის ჯამური მოცულობა 850 მილიონ აშშ დოლარს აღემატება და ეს ჰესები განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ჯამურად 2 000-ზე მეტ პერმანენტულ და დროებით სამუშაო ადგილს ქმნის.

2019-2021 წლებში აბონენტების 90%-ზე მეტი იქნება გაზიფიცირებული

2019-2021 წლებში საქართველოში აბონენტების 90 პროცენტზე მეტი იქნება გაზიფიცირებული, მათ შორის, ისეთ დასახლებებში, სადაც გაზის მიწოდება არასდროს მომხდარა. მთლიანობაში, გაზიფიცირებული აბონენტების რიცხვი საქართველოში 1,6 მლნ აბონენტს მიაღწევს

წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის 7.2 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია იწყება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყება და წლის ბოლოს დასრულდება.

თბილისში საგანმანათლებლო კომპლექსი აშენდება

თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო კომპლექსი – “ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. ახალი ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი გახდება.

საგანმანათლებლო სივრცეში თავმოყრილი იქნება საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ტექნოპარკი, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო მუზეუმი, სამეცნიერო ლაბორატორიები, კომაროვის ახალი სკოლა, ხელოვნების სკოლა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, საკონფერენციო დარბაზები, შიდა სარეკრეაციო სივრცე, სპორტული დარბაზი, გარე მოედნები, საცხოვრებელი კამპუსი და ბაღი.

გერმანია საქართველოს გრანტის სახით 10 მილიონ ევროს გადასცემს

0

იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით, გერმანია საქართველოს გრანტის სახით 10 მილიონ ევროს გადასცემს.

პროექტის ფარგლებში დევნილების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფა, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და დასაქმებასთან დაკავშირებული ღონისძიების განხორციელება იგეგმება.

პროექტი დევნილების გრძელვადიანი განსახლებისთვის, ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაციისთვის აქტივობებს ითვალისწინებს.

საქართველო საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს

0

კიდევ ერთი წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე − მიმდინარე წლის 21 თებერვალს ქალაქ ვენაში საქართველო საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის (IACA) პრეზიდენტად აირჩიეს.

საერთაშორისო ორგანიზაციას და, ამავე დროს, უმაღლესი განათლების ინსტიტუტს, რომლის მიზანი კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არსებული გამოწვევების ანალიზი, საუკეთესო პრაქტიკის იდენტიფიკაცია და მსოფლიოს მასშტაბით სფეროს პროფესიონალების მომზადებაა, დღეიდან საქართველო უხელმძღვანელებს.

საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის (IACA) პრეზიდენტად არჩევა კორუფციის წინააღმდეგ გატარებული რეფორმების წარმატებით და შედეგებით არის განპირობებული.

2023 წლამდე 227 კმ. ახალი ჩქაროსნული მაგისტრალი აშენდება

2019-2023 წლების განმავლობაში 227 კმ. ახალი ჩქარსნული მაგისტრალის მშენებლობაა დაგეგმილი, რომელზეც სავარაუდოდ, 5 მილიარდ 100 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება. აქედან, მიმდინარეობს 77 კმ. მაგისტრალური გზის მშენებლობა, რომელიც ეტაპობრივად სრულდება 2019-2021 წლებში. დაწყებულია სამობილიზაციო და მოსამზადებელი სამუშაოები 81 კმ. მონაკვეთზე, სადაც ინვესტიცია დაახლოებით 2.1 მილიარდი ლარია. სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს 26 კმ. მონაკვეთზე, ეს არის რიკოთის 2 მონაკვეთი, ჩუმათელეთი-ხევი და შორაპანი-არგვეთა.

2019 წელს ქუთაისსა და ზუგდიდში 50 მეტრიანი ოლიმპიური აუზები აშენდება

ქუთაისის გარდა, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო წელსვე ახალციხეში, ფოთსა და მარნეულში 25 მეტრიანი საცურაო აუზების მშენებლობასაც გეგმავს. 2019 წელს სპორტული კომპლექსების მშენებლობაა დაგეგმილი რუსთავსა და ფოთშიც.

მწვანე ხაზებით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე აიკრძალება ყველა ტიპის კაპიტალური მშენებლობა

0

ამ ინიციატივის თანახმად, მწვანე ხაზებით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე აიკრძალება ყველა ტიპის კაპიტალური მშენებლობა. კანონის დონეზე მთელი ქვეყნის მასშტაბით დაცული იქნება ქალაქის სტატუსის მქონე დასახლებებში არსებული ბაღები, სკვერები და პარკები, რომელთა კოორდინატები პირდაპირ მითითებული იქნება კანონში, რაც სიახლეა და აქამდე გათვალისწინებული არ იყო. ცვლილებები ამ კანონში განხორციელდება პერიოდულად და ეტაპობრივად დაემატება ტერიტორიები, რომელთან დაცვა ქალაქების გამწვანების შესანარჩუნებლად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

ოზურგეთში, ქობულეთსა და ურეკთან დამაკავშირებელი გზების სრული რეაბილიტაცია დაიწყო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ოზურგეთი-ნატანები-ურეკის სახელმწიფო მნიშვნელობის 6 კმ-იანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი ითვალისწინებს სოფელ მერიის ხიდიდან მდინარე „ჭახვათას“ ხიდამდე გზის პროექტირება – რეაბილიტაციას
სამუშაოებზე დასაქმებულია 30 – მდე ადამიანი; პროექტი, რომლის ღირებულება 2 მილიონ ლარს შეადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება
სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისის თვეში დასრულდება