Home Blog გვერდი 161

თბილისში 20 ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაუკანონდა

თბილისში 20 ოჯახს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად დაუკანონდა საცხოვრებელი სახლი.

18 ოჯახი ცხოვრობს ჭიჭინაძის ქუჩაზე, ერთი ოჯახი – ვარკეთილის მიკრორაიონის მესამე კორპუსში და ერთ ოჯახი – ვაზისუბნის მე-3 მ/რ-ში.

ეს ოჯახები წლების განმავლობაში საცხოვრებელ ფართებში ცხოვრობდნენ და გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემების გამო ვერ ახერხებდნენ ამ ფართების დაკანონებას.

ხაშურში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა

ხაშურში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა, აღნიშნული კომპლექსი 1500-ზე მეტ სპორტსმენს მოემსახურება.

შენობაში განთავსებულია საკალათბურთო, ფუთძალის, საჭიდაო, ძალოსნობის და ფიტნეს დარბაზები.

სპორტული კომპლექსი ადაპტირებულია შშმ პირებზეც.

შენობაში ასევე განთავსებულია მცირე საკონფერენციო დარბაზი და კაფე, ამავე შენობაში იფუნქციონირებს 40 ადამიანზე გათვლილი სასტუმრო.

სამ მუნიციპალიტეტში ახალი საწარმოები აშენდება

0

2019 წელს, ახალქალაქის, წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში რძის გადამამუშავებელი საწარმოები აშენდება.

საწარმოებში როგორც ქართული, ასევე ევროპული ტიპის ყველის წარმოება იქნება შესაძლებელი.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აშენებული საწარმოები პირდაპირი მიყიდვის წესით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს შეღავათიან ფასად გადაეცემა, რომლებიც პროგრამით დადგენილ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.

კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაცია დასრულდა

0

დასრულდა კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაციის პროექტი. 7 კილომეტრზე მეტია მისი სიგრძე. მთლიანად მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები.

დღეს უკვე მოასფალტებულია და ყველა სამუშაო დასრულებულია. დარჩენილია გამწვანების სამუშაოების ნაწილი და გზის დახაზვის სამუშაოები, რომელიც რამდენიმე დღეში დაიწყება. ამის შემდეგ დაიწყება კახეთის გზატკეცილის ცენტრალური ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები

საქართველოს მშპ-ის 6% განათლების სფეროს მოხმარდება

0

საქართველოს მშპ-ის 6% განათლების სფეროს მოხმარდება, რის შედეგადაც:

სკოლამდელი და ზოგადი განათლება უსწრაფესი ტემპით გავა ევროპულ დონეზე, ხოლო პედაგოგობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია იქნება ქვეყანაში;

საქართველოს უნივერსიტეტები საერთაშორისო ტოპ-რეიტინგებში მოხვდებიან – ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი უმაღლესი განათლება აღარ იქნება მდიდარი ოჯახების პრივილეგია;

პროფესიული სასწავლებლებში ყველაზე მოთხოვნად ხელობებს დაეუფლებიან, მიიღებენ საერთაშორისო სერტიფიკატებს და დასაქმდებიან მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან ქვეყანაში;

ხელი შეეწყობა სამეცნიერო კვლევებს – ახალ აღმოჩენებს, მეცნიერულ მიღწევებსა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს.

ახალგაზრდებისთვის 500-მდე ვაკანსია გამოცხადდა

„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ პროგრამა „მომავლის ბანაკის“ ფარგლებში, 500-მდე ახალგაზრდას დაასაქმებს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 31 მარტი. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის” Facebook გვერდს და ოფიციალურ ვებგვერდს მისამართზე cync.ge

თბილისის მეტროს ორი ახალი შემადგენლობა დაემატა

0

თბილისის მეტროს ორი ახალი, ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატა, რის შედეგადაც მოცდის პერიოდი 2,5 წუთამდე შემცირდა.
თბილისის მეტროს წლის ბოლოსთვის კიდევ რამდენიმე ახალი შემადგენლობა დაემატება, რაც მოცდის დროს კიდევ უფრო შეამცირებს.

თბილისის მერია სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლის საფასურს აუნაზღაურებს

0

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებისთვის განაცხადების მიღებას იწყებს.

პროექტის ფარგლებში, დაფინანსდებიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 ათასი ან ნაკლებია და სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურებზე.

დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო გრანტის ფარგლებში, წლიური 2250 ლარის ოდენობით, ხოლო სემესტრული – 1125 ლარით.

რეგიონებში ამბულატორიებისა და სასწრაფო დახმარების ცენტრების მშენებლობა იგეგმება

0

რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების მშენებლობაზე, ასევე, არსებული ამბულატორიების რეაბილიტაციაზე მთავრობა ბიუჯეტიდან 20 მილიონ ლარზე მეტს გამოიყოფს.

საქართველოს მასშტაბით წელს 300-მდე ამბულატორიის რეაბილიტაცია, 100-ზე მეტი ახალი ამბულატორისა და 40-მდე სასწრაფო დახმარების ახალი ცენტრის მშენებლობა დაიწყება.

ოზურგეთში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია იწყება

ოზურგეთის ცენტრალური პარკის სრული რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია მოხდება!

ამასთან ერთად, დაგეგმილია კიდევ ორი – მათ შორის თეატრის გვერდით მდებარე პარკის (“სამკუთხა”) სრული განახლება.

წლის წინ, ჩემი ბიუროს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, ამ პროექტს 517 გამოკითხული ოჯახიდან 76% მისცა ხმა.