Home Blog გვერდი 105

დაბა ჩოხატაურში რიგით 81-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

საზოგადოებრივი ცენტრი ჩოხატაურისა და მიმდებარე სოფლების – გუთურის, დაბლაციხის, ფარცხმის, ჩაისუბნის, გოგოლესუბნის, შუა ამაღლების, ამაღლების, გორაბერეჟოულის, ერკეთის, ზემო და შუა სურების, ბუკისციხის, დიდი ვანისა და სხვა – 24 000-მდე მცხოვრებს მოემსახურება.

ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. „ერთი ფანჯრის“ პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი ან/და პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმა, საარქივო მომსახურება და სხვ.

ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ, ისარგებლონ ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკით, უფასო ინტერნეტით. ყველსათვის ხელმისაწვდომი იქნება 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტი და სკაიპის ოთახი.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი.

ჩოხატაურის საზოგადოებრივი ცენტრი გურიის რეგიონში რიგით მეექვსე იქნება.

პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლზე მისასვლელი ძირითადი გზების კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

0

ფოთის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს კუნძულის სანაპირო ზოლზე მისასვლელი ძირითადი გზების – დემეტრე თავდადებულის, ბერდიანსკის და თამარ მეფის ქუჩების ტროტუარების კეთილმოწყობა. დაგეგმილია გზის საფარის აღდგენა და ასფალტის გადაგება.

გარდა ამისა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, აკაკის ქუჩაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 1,46 კმ-იანი და წმინდა გიორგის ქუჩაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 1,505 კმ-იანი მონაკვეთების რეაბილიტაციას აფინანსებს. უკვე მიმდინარეობს მუშაობა რეკვავას ქუჩის 0.7 კმ. მონაკვეთის კეთილმოწყობაზე.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით რეაბილიტაცია ჩაუტრდება ფალიაშვილის, გორგასლის, ნინოშვილის,სააკაძის, გამსახურდიას და ჭავჭავაძის ქუჩები.

კახეთის რეგიონს ორი ახალი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აგრძელებს ავტოპარკის განახლებას. კახეთის მთავარ სამმართველოს გადაეცა ერთი ფორდის განახლებული სახანძარო-სამაშველო ავტოტექნიკა და ერთი მაღალი გამავლობის სამაშველო 2020 წლის ფორდ რეინჯერი.

სამშველო ავტომობილი დედოფლისწყაროში განაწილდება. ტექნიკა საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, ევროკავშირი საქართველოსთვის ENPARD პროგრამის ფარგლებში, პროექტ ,,PROCEED”-ის მიერ საგრანტო ხელშეკრულებით იქნა შეძენილი.

სახანძრო-სამაშველო ფორდი კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ იქნა განახლებული და იგი განკუთვნილია ქალაქ ლაგოდეხის სახანძრო-სამაშველო სამმართველოსთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად განაგრძობს სახანძრო-სამაშველო ავტოპარკის განახლებას. 2020 წლის დასაწყისში საქართველოში შემოვიდა 30 უახლესი მაგირუსის მარკის სპეც-ტექნიკა, რომელიც განაწილდა თბილისში, სიღნაღში, რუსთავში, ბირჯომში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.

პარალელურად, უკვე განახლდა 19 ერთეული ფორდ კარგოს ტიპის სახანძრო-სამაშველო ავტომობილები და გაცაეცათ სახანძრო-სამაშველო ძალებს მცხეთაში, ხევსურთსოფელში, მარნეულში, კოდაში, გორში, ხაშურში, კასპში, აბაშაში, სენაკში, სიღნაღში, საგარეჯოში, გურჯაანში, ამბროლაურში, ბათუმში, ბორჯომსა და ქუთაისში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მომავლშიც გააგრძელებს სახანძრო-სამაშველო სპეც ტექნიკით ავტოპარკის განახლებას.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან კობიაშვილის საარჩევნო შტაბი გაიხსნა

0

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან კობიაშვილის საარჩევნო შტაბი გაიხსნა და ხვალიდან მოქალაქეების მიღებას დაიწყებს.
„დღეს ჩემი, როგორც „ქართული ოცნების” გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი გავხსენით, რომლის კარი მუდამ ღია იქნება გლდანის მოსახლეობისთვის. კარგად ვიცი ყველა იმ პრობლემისა თუ საჭიროების შესახებ, რომელიც აქ არსებობს. ოთხი წლის განმავლობაში, ჩემ გუნდთან ერთად ყოველდღიურად ვქმნიდი გლდანის მოსახლეობისთვის საცხოვრებლად უკეთეს გარემოს. სწორედ ამას ვაპირებ მომავალი ოთხი წლის განმავლობაშიც. განვაგრძობ მოსახლეობასთან შეხვედრებს, როგორც ომარ ხიზანიშვილის 23 ნომერში ახლადგახსნილ შტაბში, ისე მთელი რაიონის მასშტაბით. მოსახლეობას პირადად გავაცნობ იმ პროექტებს, რომლის განხორციელებასაც ჩემ გუნდთან, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ვგეგმავ.”- ლევან კობიაშვილი.
შტაბის გახსნას პარტიის ლიდერები ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე ესწრებოდნენ.

115 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები პირად მფლობელობაში გადაეცა

0

საქართველოს მასშტაბით კიდევ 115 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ფართები დაუკანონდა თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში.

დევნილი ოჯახები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, შესაბამისად, მათ არ ჰქონდათ საკუთრებისა და სტაბილურობის განცდა. დაკანონების პროცესი მათ შესაძლებლობას აძლევს საცხოვრებელი ფართები თავისი სურვილის შესაბამისად განკარგონ.

მიმდინარე წლის ბოლომდე მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართები კიდევ 1000-მდე დევნილ ოჯახს დაუკანონდება. სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში კი, 2000-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს ახალი საცხოვრებელი გადაეცემა.

2013 წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართი 21 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა.

ნინო ლაცაბიძე – რუსთაველების ხმა პარლამენტში!

0

ნინო ლაცაბიძე – რუსთაველების ხმა პარლამენტში!

#ერთადსაქართველოსწარმატებისთვის

#არჩევნები2020

 

კახეთში პირველი ბიოსფერული რეზერვატი შეიქმნება

კახეთში ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ბუნების კონსერვაციის და მდგრადი გამოყენების საუკეთესო ინსტრუმენტის შექმნის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს.

პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და გერმანიის მთავრობის დახმარებით ხორციელდება.

მოსახლეობის პრობლემებისა და საჭიროებებზე დაყრდნობით დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები, ეკოტურიზმის, მდგრადი სოფლის მეურნეობის, ტყისა და მიწათსარგებლობის, ტრადიციული ხელსაქმისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების მიმართულებებით.

ბიოსფერული რეზერვატი დადებით გავლენას მოახდენს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რეგიონში განვითარების ახალ შესაძლებლობები გაჩნდება.

თბილისის საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება

0

ახალი სააღმზრდელო წლიდან დედაქალაქის საბავშვო ბაღებში დასაქმებული ყველა თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

შრომითი ანაზღაურების ზრდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად ხორციელდება.

„უკვე სექტემბერში არა მხოლოდ აღმზრდელები, არამედ ბაღში დასაქმებული 10 800-ივე თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს აიღებს“, – განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

თბილისის ბაღებში თანამდებობრივი სარგო სხვადასხვა პოზიციაზე 10-დან 20 პროცენტამდე მოიმატებს. კერძოდ, საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის ანაზღაურება იზრდება 15 პროცენტით, სამეურნეო ნაწილის კოორდინატორის – 10 პროცენტით, ჯანმრთელობისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორის – 10 პროცენტით, აღმზრდელის – 20 პროცენტით, აღმზრდელის თანაშემწის – 20 პროცენტით, მუსიკის პედაგოგის – 10 პროცენტით, ცეკვის პედაგოგის – 10 პროცენტით, მზარეულის – 10 პროცენტით, მზარეულის დამხმარის – 10 პროცენტით, დარაჯის/დაცვის – 15 პროცენტით, დამლაგებლის – 10 პროცენტით, მრეცხავის – 10 პროცენტით, საქმის მწარმოებლის – 10 პროცენტით, სპეციალური პედაგოგის – 20 პროცენტით, ფსიქოლოგის – 10 პროცენტით, ლოგოპედის – 10 პროცენტით, ბიბლიოთეკარის – 15 პროცენტით, მუშის – 15 პროცენტით, მებაღის – 15 პროცენტით, მეეზოვის – 15 პროცენტით, დირექტორის – 10 პროცენტით, დირექტორის მოადგილის – კი 10 პროცენტით.

ხელფასების მატების შედეგად, სახელფასო ფონდი წლიურად 8 086 773 ლარით გაიზრდება.

შქმერი-ზუდალის მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის, შქმერი-ზუდალის 7,7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია და ამ ეტაპზე, მიუხედავად რაჭაში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო გზა ზემო იმერეთი – რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 50-ე კმ-ზე, სოფელ უშოლთასა და ბოყვას შორის დაუსახლებელ ტერიტორიაზე იწყება, მიუყვება მდინარე ხეორის მარჯვენა სანაპიროს, გაივლის სოფელ ბოყვაში და მთავრდება სოფელ კვაშხიეთში.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 20,8 მილიონი ლარია.

სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და 2020 წლის ბოლომდე დასრულდება.

სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია “New Road” ახორციელებს.

ზემო იმერეთი – რაჭის ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდება. სატრანსპორტო მოძრაობა საჩხერე-ონის გზაზე მნიშვნელოვნად გაზრდის უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით, ქალაქებსა და სოფლებში. თბილისიდან ონში მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება და 6 საათის ნაცვლად 4,5 საათი დასჭირდება.

“ოცნების ქალაქის” პროექტის განხორციელების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

0

ე.წ. ოცნების ქალაქის პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სამშენებლო ტერიტორიაზე სამი 12-სართულიანი საცხოვრებელი ბინის მშენებლობა ხორციელდება. სამუშაოები პანდემიის პროცესშიც, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით უწყვეტად მიმდინარეობს.

ოცნების ქალაქის მოსახლეობისთვის ბინების გადასაცემად საჭირო კრიტერიუმების დოკუმენტზე კომისიამ მუშაობა დაიწყო. ამ ეტაპზე აჭარის სამთავრობო კომისიის მუშაობაში მონაწილეობს იუნისეფი, წითელი ჯვარი და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.

სამუშაო პროცესში დაახლოებით 120 ადამიანია დასაქმებული.

“ოცნების ქალაქის” ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობის გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ იქ არსებული მძიმე სოციალური და შეუსაბამო საცხოვრებელი პირობების გამო მიიღო.