Home Blog გვერდი 104

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ახალი სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა

0

სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ალაზანის“ ახალი სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში, ჯამურად, 1 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 600 000 ლარი გრანტია.

სამაცივრე მეურნეობაში 1100 ტონა ხილისა და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. კოოპერატივი პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს.

კოოპერაციულ საწარმოში 15 ადგილობრივია დასაქმებული.

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 225, კახეთის რეგიონში კი 82 ახალი საწარმო უკვე შეიქმნა.

მდინარე ენგურზე ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა-ლია-ფახულანის საავტომობილო გზის მე-10 კილომეტრზე მდინარე ენგურზე არსებული სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

პროექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება ხუთი მილიონ ხუთასი ათას ლარს შეადგენს.

არსებული ხიდის ნაცვლად, რომელიც აღარ ექვემდებარებოდა აღდგენას, ახალი ალტერნატიული ხიდი აშენდება, რომელიც სატრანსპორტო მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს.

ზუგდიდსა და ახალციხეში სპორტული კომპლექსები აშენდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ ზუგდიდისა და ახალციხის სპორტული კომპლექსების მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს დიდი და მცირე საცურაო აუზების, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზების მშენებლობას.

მოეწყობა გასახდელები და საშხაპეები, როგორც სპორტსმენებისთვის, ასევე მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის.

იქვე განთავსდება ღია კაფე, პატარა მაღაზია და საკონფერენციო დარბაზი. მოხდება კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. გათვალისწინებულია პარკინგი.

სპორტ-კომპლექსების მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. აღნიშნული აქტივობები ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობის ხელმისაწვდომობა იზრდება

ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობის ხელმისაწვდომობა იზრდება.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სია ფართოვდება და თითოეული პაციენტის მედიკამენტებზე გამოყოფილი წლიური ლიმიტი 8 000 ლარით იზრდება.

ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით განხორციელებული ცვლილება, ჯამში, საქართველოს 40 ათასამდე მოქალაქეს შეეხება.

ფონდი “ქართუს” მხარდაჭერით ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

0

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

ფონდი “ქართუს” მხარდაჭერით რეაბილიტაცია უტარდება XIX საუკუნეში აგებულ წმინდა თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიას.

ასევე, ფონდის “ქართუს” დაფინანსებით მიმდინარეობს ღვთისმშობლის სახელობის ბათუმის საკათედრო ტაძრის ფრესკების რესტავრაცია.

ძველ ბათუმში უკვე დასრულდა 5 საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია, რომელთაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვთ.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დასრულდა

0

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ არსებული ტერიტორიის რეაბილიტაცია დასრულდა.

ადგილზე უკვე მოხსნეს დამცავი ჯებირები, რომლებიც რეაბილიტაციის პერიოდში იყო განთავსებული.

რეაბილიტაციის პროცესში, დაახლოებით, 2 000 კვ.მ ფართობზე მოხდა ძველი, ამორტიზებული ფილების დემონტაჟი; შეიცვალა წყალგაყვანილობა; მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა; მოეწყო რკინა-ბეტონის არმირებული ფილა და ჰიდროიზოლაციის ფენა; პერიმეტრი კაბელ-არხებით დაიქსელა და ტერიტორია მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით; ფილებს შორის დამონტაჟდა დეკორატიული სანათი; განხორციელდა გაუქმებული თბოქსელის დემონტაჟი, რომელიც ათეული წლებია, აღარ ფუნქციონირებდა.

გარდა ამისა, ტერიტორიაზე შენარჩუნდა ის ფილები, რომელზეც 1989 წლის 9 აპრილს, მშვიდობიანი მომიტინგეების სისხლი დაიღვარა; რესტავრაცია ჩაუტარდა 9 აპრილის მემორიალს; დამონტაჟდა დეკორატიული განათება და განთავსდა სკამები; დაირგო 2000-მდე ნერგი, მათ შორის: ლოროპეტალუმი, მარადმწვანე ძახველი, ოლეანდრაფიტოსფორუმი, ბზა, ოზმარინივაციწვერაჭრელფოთოლა ლუგუსტრუმიკვიდოთარგებში მოეწყო წვეთოვანი სარწყავი სისტემა; განახლდა ტერიტორიაზე არსებული შადრევანი; გამოიცვალა აუზის განათება; განახლდა ელექტროსისტემა და შადრევნის წინა ფასადი; აუზის იატაკზე მოეწყო მოზაიკა; მოეწყო ახალი გარეგანათების ქსელი.

მარტვილის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

მარტვილის მუნიციპალიტეტში ონოღიის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში შენდება სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 50 ბავშვზე გათვლილი ბაღი.

საბავშვო ბაღები შენდება, ასევე, დიდი ჭყონის და ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

საბავშვო ბაღების მშენებლობის ღირებულება 2 212 500 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს ამხანაგობა „თ.ბ. კაპიტალი, LIVE DESIGN” ახორციელებს.

ბაღების მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

დაბა ფასანაურში წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს

დაბა ფასანაურში წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიუდან 2 მილიონ ლარამდე ფინანსდება. სამუშაეობის დასრულების შემდეგ 1 200-მდე ადამიანი და დამსვენებლები 24-საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.

წყალმომარაგების კომპანია ტურსტულ ზონებში წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მიმდინარე წელს გათვალისწინებული გეგმის მიხედვით ახორციელებს.

ახალი ჩქაროსნული გზების მიმდებარედ სავაჭრო სივრცეები მოეწყობა

0

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე (E60), აგვისტოს მეორე ნახევარში, ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნება. ხაშურის შემოვლითი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე იწყება და სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან დაუერთდება არსებულ გზას.

აქტიურ პროცესშია რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობაც.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ახალი მონაკვეთები გვერდს აუვლიან ხაშურის ე.წ. „ჰამაკების ბაზრობას“ და მსგავსი ტიპის სავაჭრო პუნქტებს სურამში, შროშასა და ზესტაფონში.

იმისათვის, რომ მიმდებარე სოფლების მოსახლეობამ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია შეძლოს, ახალი მაგისტრალის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, გზის შესაბამის მონაკვეთებთან, მათთვის მოეწყობა სპეციალური, უსაფრთხო სავაჭრო სივრცეები გამართული ინფრასტრუქტურით.

ახალი სავაჭრო სივრცეები, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს კიდევ უფრო განავითარონ ბიზნესი უსაფრთხოების და სხვა აუცილებელი სტანდარტების პირობებში.

ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზი აშენდება

ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზი აშენდება. აუზის სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრი იქნება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.

აუზის კომპლექსი ითვალისწინებს გასახდელების და საშხაპეების მოწყობას როგორც აუზის მომხმარებლებისათვის, ისე მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის.

დაგეგმილია სპორტსმენთა ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო დანიშნულების სივრცეების მოწყობა.

ოლიმპიური საცურაო აუზის მშენებლობა ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მნიშვნელოვანია წყლის სპორტის მიმართულებით ქუთაისში არსებული ტრადიციების განვითარებისთვის.