Home Blog გვერდი 100

ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობა მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ბიუჯეტი 5.9 მლნ ლარია. პროექტის მიხედვით, იგეგმება ლითონის თვალამრიდების, გადასახედებისა და საპარკინგე ადგილების მოწყობა.

ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შემდეგ მეტი ვიზიტორი შეძლებს ტბის მონახულებას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმისა და ტურისტული სერვისების განვითარებას.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია გაიხსნა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია გაიხსნა.

გვიმბალაურის საფეხბურთო აკადემია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთობლივი პროექტია.

პროექტის ფარგლებში, ადგილზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული შენობა და უმაღლესი ხარისხის ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო. ასევე, დამონტაჟდა განათების სისტემა.

საფეხბურთო აკადემია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით იფუნქციონირებს.

შატილის მიმართულებით 18-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

შატილის მიმართულებით 18-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. მონაკვეთს 40 წელია, არ ჩასტარებია რეაბილიტაცია და გზა ძლიერ დაზიანებული იყო, რაც აფერხებდა ავტოტრანსპორტის გადაადგილებას.

რეაბილიტირებული გზა მდინარე არაგვის სანაპიროს მიუყვება და მთავრდება სოფელ კორშას შესასვლელამდე.

ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზა ერთადერთი გზაა, რომელიც ცენტრალურ რეგიონს შატილთან და პირიქითა ხევსურეთთან აკავშირებს, ამიტომ ამ გზის კეთილმოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 18 კმ. სიგრძის გზას, გაუმჯობესდა გზის ტექნიკური პარამეტრები, რეაბილიტირდა ხელოვნური ნაგებობები და მოძრაობის უსაფრთხოებისათვის გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.

პროექტი, რომლის ღირებულება 10 191 000 ლარია, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით განახორციელა, .

შატილის მიმართულებით გზის რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება სხვა მონაკვეთებზეცჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე მსოფლიო ბანკის დაფინანსებით აქტიურად მიმდინარეობს 16 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. გზის რეაბილიტაციის ერთი მონაკვეთი, „მთის გზების“ პროექტის ფარგლებში, სნო-ჯუთა- როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას საავტომობილო გზის მშენებლობის შემადგენელი ნაწილია.

ჯამში, შატილის მიმართულებით 12 პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება 86 კმ. გზა და მშენებლობა-რეაბილიტაცია ჩაუტარდება 15 ხიდს. ამ პროექტების განხორციელებას 59 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

პროექტების მიზანია, შატილამდე მისასვლელ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გახდეს ბევრად უსაფრთხო. ვინაიდან არსებული გზა არის გრუნტის, ხშირად ვითარდება მეწყრული პროცესები და 2 ავტომანქანისთვის გვერდის ავლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

თავდაცვის ძალებში დაზვერვის ქვედანაყოფები ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით აღიჭურვება

0

საქართველოს თავდაცვის უწყებამ ესპანელი პარტნიორებისგან უპილოტო სადაზვერვო სისტემები შეიძინა, განაახლა არსებული ძველი საფრენი აპარატები, მოამზადა და გადაამზადა პერსონალი.

შესაბამისად, დაიწო დაზვერვის ქვედანაყოფების დაკომპლექტება ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით, რომლებიც ითვალისწინებს ამ ქვედანაყოფების აღჭურვას თანამედროვე ტაქტიკური და ოპერატიული უპილოტო სადაზვერვო სისტემებით.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანური უპილოტო სადაზვერვო სისტემები მარნეულის საავიაციო ბაზაზე დაათვალიერა და სადემონსტრაციო ფრენას დაესწრო.

უპილოტო სადაზვერვო სისტემების განახლება და შეძენა საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებს  მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

უპილოტო სადაზვერვო სისტემების განახლების გარდა, აქტიურად მიმდინარეობს საჰაერო თავდაცვის, ჯავშანსაწინააღმდეგო შეიარაღების, თანამედროვე საარტილერიო და სადაზვერვო სისტემების შეძენა და ამ შესაძლებლობების განვითარება.

თანამედროვე სისტემების შეძენა, დანერგვა და განვითარება საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების ძირითადი პრიორიტეტებია. აღნიშნული სისტემები მნიშვნელოვნად დაეხმარება თავდაცვის ძალებს სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარებაში და, ასევე, გამოყენებული იქნება სხვადასხვა სახის წვრთნებსა და სამაშველო ღონისძიებებში.

ქალაქ რუსთავის ღვარცოფული ნაკადებისაგან დაცვის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

0

ქალაქ რუსთავის მიმდებარედ არსებული იაღლუჯის მთის ფერდობებზე ფორმირებული ღვარცოფული ნაკადებისაგან ქალაქის ქუჩებისა და საცხოვრებელი მიკრორაიონების დაცვის მიზნით, ქალაქ რუსთავის ღვარცოფული ნაკადებისაგან დაცვის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

წლების განმავლობაში ქალაქ რუსთავის ტერიტორია, კერძოდ, ქუთაისის ქუჩის, შარტავას გამზირის, ლეონიძის და თბილისის ქუჩების მიმდებარე ტერიტორია მთებიდან წამოსული წვიმის ნაკადით იტბორებოდა.

არსებული პრობლემის მოსაგვარებლად პროექტის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მიმდებარედ იაღლუჯის მთის ფერდობის ძირში მოეწყო სანიაღვრე არხი, რომელიც უზრუნველყოფს წვიმის შედეგად მოსული ნალექის გატარებას და ქალაქ რუსთავის დაცვას დატბორვისგან.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 12 466 145 ლარია.

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტის ონოღიის, დიდი ჭყონის და ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბავშვო ბაღების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამი საბავშვო ბაღი შენდება. თითოეული მათგანი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი.

საბავშვო ბაღების მშენებლობის ღირებულება 2 212 500 ლარს შეადგენს. პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოებს ამხანაგობა „თ.ბ. კაპიტალი, LIVE DESIGN” ახორციელებს.

ახალი ბაღები ასევე აშენდება ბანძის და დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულებში, თითოეული 100 აღსაზრდელზეა გათვლილი. სამუშაოებისათვის ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა.

გამოცხადებულია ტენდერი ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ლეციცხვაიეში, 30 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფიანსებით ხორციელდება.

2014 წლიდან დღემდე აშენდა ბალდის, ინჩხურის, სერგიეთის, პირველი ნამიკოლაოს, აბედათის საბავშვო ბაღები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 17 საბავშვო ბაღს.

ამ ეტაპზე ქალაქ მარტვილში №1 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 150 685 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია

ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა სრულდება.

მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს დიდი (25X16) და მცირე (10X8) საცურაო აუზი ექნება, საცურაო სივრცეში განთავსდება 100 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა. კომპლექსს ასევე ექნება სპორტული მოედანი, 160 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით, ცალკე განთავსდება ფიტნესდარბაზი. სპორტულ კომპლექსში ეწყობა საშხაპეები, ოთახები მწვრთნელებისთვის, მსაჯებისთვის, პერსონალისთვის. განთავსდება კაფე და საერთო საცხოვრებელი სპორტსმენებისთვის.

პროექტის განხორციელება გასული წლის მარტში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება, მისი ღირებულება 14,5 მილიონი ლარია. სამუშაო პროცესში 45 ადამიანია დასაქმებული. სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.

ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა: მოეწყო ევროსტანდარების შესაბამისი სარაგბო ბაზა, რეაბილიტირდა კრივის და ხელბურთის დარბაზი, აშენდა ფოთის საფეხბურთო ცენტრი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფოთის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

ჭიათურის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ჭიათურის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები დაასრულა.

ჭიათურაში მოეწყო წყლის სრულიად ახალი სათავე ნაგებობა, წყლის შემკრები რეზერვუარი, წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელი და ჭაბურღილები.

აშენდა საქლორატორო სადგური. რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ სატუმბ სადგურებსა და რეზერვუარებს, ასევე, აშენდა ახალი რეზერვუარი.

ჭიათურას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდებოდა, განხორციელებული სამუშაოების შედეგად კი, ქალაქში არსებული პრობლემა საბოლოოდ აღმოიფხვრა და 20 000-მდე ადგილობრივი 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს.

პროექტს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით 43 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.

ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი გაიხსნა

ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი გაიხსნა. ახალქალაქში მდებარე ბაზაზე შეიცვალა და გარემონტდა შენობა-ნაგებობები, ყაზარმები, სასადილოები, მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა და სრულად განახლდა საკომუნიკაციო სისტემები.

უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი ერთ ნაკადზე მიიღებს და მოამზადებს 800 სამხედრო მოსამსახურეს.

საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის (BCT) ხანგრძლივობა 10 კვირაა. ამ პერიოდში რეკრუტი ემზადება სხვადასხვა სამხედრო დისციპლინაში და ეუფლება საბაზისო სამხედრო უნარ-ჩვევებს. იგი უზრუნველყოფილია კვებით, სამხედრო ფორმითა და საველე აღჭურვილობით, სამედიცინო დაზღვევითა და განთავსებით.

გარდა ამისა, პირველად საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიაში, თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კურსზე ჩარიცხული რეკრუტები 500 ლარის ოდენობით ანაზღაურებას იღებენ.

მაია ცქიტიშვილი: გზის იმ რაოდენობის გახსნა, რისთვისაც წინა ხელისუფლებას 8 წელი დასჭირდა, ჩვენ ერთ წელიდაწდში შევძელით

0

2012 წლამდე, 8 წლის განმავლობაში აშენებული იყო 68 კმ გზა, ჩვენ მხოლოდ წელს, წლის ბოლომდე, მას შემდეგ რაც დასრულდება ქუთაისის შემოვლითი გზის 20-კილომეტრიანი მონაკვეთი, მხოლოდ ერთ წელიწადში გავხსნით საერთაშორისო მაგისტრალებში 70 კმ. გზას, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.

„წელიწადში 2-ჯერ მეტ გზას ვაშენებთ, ერთ წელიწადში ჩვენ შევძელით იმავე რაოდენობის გზა გაგვეხსნა, რაც იყო გახსნილი წინა 8 წლის განმავლობაში. ეს არის ინტენსიური შრომის შედეგი. ამაში არ არის მხოლოდ სახელმწიფო ორგანიზაციების, მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გზების დეპარტამენტის შრომა, არამედ ძალიან კარგი პარტნიორობაა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენს პარტნიორულ ორგანიზაციებთან და ყველა საერთაშორისო პროექტი ფინანსდება ძირითადად ჩვენი საერთაშორისო პარტნორების და ბანკების მიერ, რომელთა წესების პროცედურების მიხედვით ხდება როგორც შესყიდვების პროცედურების გამართვა, ასევე სამუშაო პროცესზე ზედამხედველობა და ასევე უკვე ამ სმუშაოების ჩაბარება, რაც განაპირობებს, ხშირ შემთხვევაში, სწორედ იმ საერთაშორისო ხარისხს, რომელიც ასეთი მაგისტრალების მიმართ მთელ მსოფლიოში არის დაყენებული“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.